ჰერაკლეს მეთერთმეტე გმირობა
მე იმდენი ხანი ვიხეტიალე,რომ სათვალავი ამერია.ამჯერად მეფე ევრისთევს ჩემთვის ჰესპერიდების ბაღიდან სამი ოქროს ვაშლის მოტანა დაევალებინა,მაგრამ ბაღის პოვნა იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი.მე მდინარის ღმერთთანაც კი მომიხდა გამკვლავება, რომ გზა მეკვლია.
გზები კი არეული და ძნელად სავალი იყო. მე მრავალი ფათერაკის გადალახვა მომიწია,ქვეყნის დასალიერისაკენ ატლასის მთებისკენ რომ წავსულიყავი.
ბოლოს მაინც მივაღწიე ქვეყნის კიდეს და მეწამული მთას მოვჰკარი თვალი.
-ეს უნდა იყოს ატლასის მთები,-ვთქვი და გამხნევებული გავუდექი გზას.
უფრო ახლოს
რომ მივედი,მივხვდი,რომ მთა კი არა,უზარმაზარი გიგანტი უნდა იყოს თქო.რაც ფერდობები
მეგონა,გიგანტის დაკუნთული ფეხები აღმოჩნდა,ფრიალო კლდეები კი მისი მხრები იყო ცათ
აზიდული.
გიგანტის ტერფს რომ მივუახლოვდი,მისი სახე ღრუბლებში
ოდნავ გავარჩიე.ზეცა რომ არ ჩამოვარდნილიყო მხრებიდან,გიგანტს კუნთები ქონდა გაჭიმული,რის
გამოც მეწამული ფერი გადაკრავდა.
-შენ ატლასი ხარ?-შევძახე.
-ნამდვილად,-დაიგრუხუნა გიგანტმა პასუხად
-გიგანტი შენამდე არ მინახავს,-ვუთხარი,-თავიდან
მთა მეგონე.მე ჰერაკლე მქვია.
-ჰერაკლე?-მკითხა დაეჭვებით და ღრუბლებიდან ჩამომხედა,-ნემეის
ლომი რომ მოკლა შიშველი ხელებით,ის ჰერაკლე
-სწორედაც,-მივუგე.
-ჭაობის
ჰიდრა რომ მოკლა,ისიც შენ იყავი?-ისევ მკითხა გიგანტმა.
-მე ვიყავი,-ვუპასუხე.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა,-დაიგუგუნა ატლასმა.
-იქნებ დამეხმარო,-ვუთხარი,-ჰესპერიდების ბაღიდან
სამი ოქროს ვაშლი მაქვს წამოსაღები.ბაღი,ალბათ,სადმე აქვე იქნება,მაგრამ ვერაფრით მივაგენი.
-კი,აქვეა,-ატლასმა მარჯვენა მახარი აამოძრავა,-მაგრამ
ოქროს ვაშლების ხეს საშიში ურჩხული იცავს.ასთავიანი და არც ძილი ეკარება.
-რამდენი თავიც უნდა ჰქონდეს მაინც,მოვუვლი,-მტკიცედ
ვუთხარი და გზას გავუდექი.
-მოიცა!-ჩამომძახა
ატლასმა.შევდექი და მივუბრუნდი,-ჩემი დღე და მოსწრება ეს ცა მიჭირავს,-მითხრა დაღლილმა,-თუ
ცოტა ხანს მაინც შემენაცვლები,წავალ და მე მოგიტან ვაშლებს.ურჩხული კარგად მიცნობს,ასე
რომ,მე არაფერს მავნებს.თანაც,მინდა ფეხები გავმართო.აბა რას ითყვი?.მხრები
ავიჩეჩე.
-ასე იყოს,სიამოვნებით დაგეხმარები,-ვუთხარი ატლასს
და ზეცის ასაწევად შევემზადე.
-იცოდე,არ ჩამოგივარდეს,-დამარიგა ატლასმა და თავისი
ტვირთი დამადგა მხრებზე.სწორედ ამ დროს იქუხა და საჰარის ურაბნოს ღრუბრლი გადაეფარა,ქალაქ
ტროაში კი მოულოდნელად თავდასხმა წამოვიდა.
-მიჭირავს,-ამოვიხვნეშე.
ცა ყველაზე მძიმე გამოდგა,რაც კი რამ ოდესმე მჭერია.თავიდან
მეგონა,ზეცა ჰაერია და რა წონა უნდა ჰქონდეს თქო,მაგრამ წვიმის წყლით,ელვითა და მეხით
სავსე ღრუბლები,მზე და მთვარე,ვარსკვლავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ,ისე მძიმე აღმოჩნდა
რომ,კუნთები დამიბერდა და ფეხები ამიკანკალდა.ატლასი გაიჯგიმა და სიამოვნებით გაიზმორა.
-რა კარგი!-თქვა მან.
-ვაშლები!-შევახსენე.
-ჰო მართლა,ვაშლები,-თქვა ატლასმა და ჰესპერიდების
ბაღისკენ გასწია.
იმდენად
დავიღალე,რომ წარბიდანაც კი ოფლი წამომივიდა.ოფლმა მკერდი და ფეხები ჩაიარა და ტერფთან
ღვრად იქცა.იმდენ ხანს იცადა,რომ იფიქრა,ნეტავ ატლასი ურჩხულის მსხვერპლი ხომ არ გახდაო.შვებით
ამოვისუნთქე,გიგანტი რომ დავინახრ ოქროს ვაშლებით ხელში.მაგრამ ნაცვლად იმისა,ზეცა
გამოერთმია,ატლასი შორიახლოს შეჩერდა,გულხელდაკრეფილი და ჰერაკლეს ზემოდან დაუწყო ყურება.
-ჩემ გარდა,ალბათ,ერთადერთი ხარ,ვისაც ზეცა შეკავება
შეუძლია,-მითხრა ატლასმა,-მაპატიე,მეგობარო,მაგრამ რომ წარმოვიდგენ,მთელი მარადისობა
ისევ ცა უნდა მეჭიროს,ახლოს მოსვლის სურვილიც მეკარგება.ამიტომ უკან ვერ გამოგართმევ
ცის თაღს.
-კარგად მესმის შენი,-მშვიდად ვუპასუხე,-საწინააღმდეგოც
არაფერი მაქვს.
-მართლა?-სახე გაუნათდა ატლასს.
-ცხადია!-მივუგე,-მაგრამ,რაკი ცა მუდმივად მე უნდა
მეჭიროს,მინდა,უფრომოხერხებულად დავდგე და ორიოდე წუთითცხომ ვერ შემენაცვლებოდი? გავსწორდები
კარგად და ისევ გამოგართმევ.
-გაიხარე!-მოვაძახე,ვაშლები წამოვკრიფე და იმავე
გზას გავუდექი,რომლითაც მოვედი.
-სად მიხვალ?-დამიძახა ატლასმა,-მეგონა,მოვრიგდით.
შევჩერდი
და უკან მოვიხედე: